შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან

30 Sep 2025

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ კანონით დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის სისტემას ამკვიდრებს.

მისი მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორობის კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება.

logo