სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში

30 Sep 2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 მილიონ 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

ბათუმის 79-ე ოლქი არჩევნების ჩასატარებლად მზად არის. ოლქის შემადგენლობაში 89 უბანი და ერთი პენიტენციურ დაწესებულებაში, გამონაკლისის წესით შექმნილი 90-ე საარჩევნო უბანია.

სპეც უბანზე - ამომრჩევლები საკუთარ ხმას არა ელექტრონული, არამედ ტრადიციული მეთოდით დააფიქსირებენ. 79-ე საუბნო საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის თქმით,  უბნების ნაწილი სპეციალური მასალით უკვე დაკომპლექტებულია. 

ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული და ამომრჩევლთა ვერიფიკაციის აპარატები, პლანშეტური კომპიუტერები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გადაეცემათ.

logo