ბრალის წარდგენა

30 Sep 2025

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. 

საქმე ეხება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კომპანიის მფლობელს და ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ კიდევ ორ პირს ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

logo