ავღანეთში თალიბანის მთავრობამ ინტერნეტი და მობილური კავშირი გათიშა

30 Sep 2025

ავღანეთში ინტერნეტი და მობილური კავშირი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. ამის შესახებ ინტერნეტზე წვდომის მონიტორინგის საერთაშორისო სამსახურმა ნეთ-ბლოკსმა განაცხადა.  

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესმა ქაბულის ბიუროსთან ინტერნეტ და მობილური კავშირი დაკარგა.

მობილური ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზიის მომსახურება ასევე მნიშვნელოვანად არის შეფერხებული. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერნეტქსელის გათიშვის გამო ქაბულის აეროპორტიდან რეისები გაუქმდა.

logo