ქართველი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

28 Sep 2025

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში  ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენმა ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი სრულიად გაამართლა. ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე ჯამში 3 ოქროს 3 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდური ჩემპიონი გახდა და 4 ოქროს მედალი მოიპოვა.

logo