ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი თბილისში

28 Sep 2025

ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესი გაიმართა  საქართველოში, სადაც შეაჯამეს 2025 წლის მოვლენები საწყლოსნო სპორტის სახეობებში და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე. კონგრესი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში პირველად ჩატარდა.  მასში 42 ქვეყნის 140-ზე  მეტი უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა.

logo