"ბათუმური რაფსოდია" გალა კონცერტით დასრულდება

28 Sep 2025

ბათუმური რაფსოდია დასკვნითი აკორდისათვის ემზადება. ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს 20 საათზე გალა კონცერტია დაგეგმილი. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: მეთიუ აბელი, ვალენტინ პეიტჩინოვი და მარჩელო ალვარესი.

ზღვისპირა ქალაქში  შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, ფესტივალის მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ვოკალური ნიჭის გამოვლენა, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი პროფესიული გზის გახსნა საერთაშორისო სცენისკენ.

logo