პროტესტი მთავრობის სახლთან

27 Sep 2025

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ ბათუმი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს გასული წლის ოქტომბრიდან ხელფასები არ აუღიათ.

ჯამში 200-ზე მეტი თანამშრომელი ამბობს, რომ თანამშრომელთა უმრავლესობას სულ მცირე 5 თვის კუთვნილი ხელფასი არ მიუღია. კომპანიასთან ურთიერთობის ყველა რესურსი ამოვწურეთ და ახლა დახმარებას მთავრობას ვთხოვთ, ამბობენ აქციის მონაწილეები და 30 სექტემბერს მასშტაბურ შეკრებას  აანონსებენ.

logo