აქცია ქეთევან წამებულის ქუჩაზე

26 Sep 2025

ბათუმში ქეთევან წამებულის 4 ნომერში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ, მათი ინფორმაციით, კორპუსი რომელშიც 80-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, არ არის ჩაბარებული.

შესაბამისად არ აქვთ გაზი, ელექტროენერგია და სხვა კომუნიკაციები. შუქი კომერციული წესით მიეწოდებათ და ამ ეტაპზე ერთ-ერთი მცხოვრების  გადაუხდელობის გამო გათიშულია.

logo