დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

24 Sep 2025

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პირს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

logo