პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი''

24 Sep 2025

აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის პროექტი „გაკვეთილი აფხაზეთი“  ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებაა.

საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გამოცხადებულია მულტიმედია-კონკურსი აფხაზეთის თემაზე, სადაც მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოებს ჟიური შეაფასებს და დეკემბერში გამარჯვებულებს გამოავლენს.

logo