უწყებათშორისი კომისიის სხდომა

22 Sep 2025

იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა განიხილეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების შესახებ.

შესწავლის შედეგად აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა.

logo