ზაპოროჟიეზე მართვადი საჰაერო ბომბებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

22 Sep 2025

ზაპოროჟიეზე რუსეთის  თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა. „ორშაბათის დილა ზაპოროჟიაში აფეთქებებითა და ხანძრებით დაიწყო“, - წერს გუბერნატორი ივან ფედოროვი

მისი თქმით, დაახლოებით 700 ათასიან ქალაქზე თავდასხმის დროს რუსულმა ძალებმა სულ მცირე 10 საჰაერო ბომბი გამოიყენეს. მისი თქმით, თავდასხმამ 15 საცხოვრებელი კორპუსი და 10 კერძო სახლი, ასევე არასაცხოვრებელი შენობები დააზიანა.

logo