თურქეთის კეფკენის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა

18 Sep 2025

ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დღეს გამთენიისას  თურქეთის ქოჯაელის პროვინციაში, კეფკენთან ახლოს ჩაიძირა. 

ეკიპაჟის შვიდივე წევრი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს- აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. სანაპირო დაცვის სამსახურის მონაცემებით,  81.7 მეტრის სიგრძის გემი, სახელწოდებით რეიპიდ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:34 საათზე ჩაიძირა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, მათ შორის სწრაფი სამაშველო ნავები და სახმელეთო დანაყოფები გაიგზავნნენ.

ოფიციალური პირების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სამსახურმა ეკიპაჟის  შვიდივე წევრის ვერტმფრენით ევაკუაცია მოახდინა.

logo