"გახარია საქართველოსთვის" ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

18 Sep 2025

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრმა, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი წიქარიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. იგი პარტიის პროპორციული სიის მე-3 ნომერიცაა.

როგორც ცნობილია, წიქარიძემ ჩოხატაურის #62-ე საარჩევნო ოლქს განცხადებით 15 სექტემბერს მიმართა.

logo