რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა

16 Sep 2025

უკრაინის  ქალაქ ზაპოროჟიეში  რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. დაშავებულთა შორის 2 ბავშვია.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, სამშაბათს დილით რუსულმა ძალებმა მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქზე, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ივან ფედოროვის თქმით, ცეცხლი კერძო სახლებსა და სხვა შენობებზე გავრცელდა.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, ქალაქში სულ მცირე 10 დარტყმა განხორციელდა.

logo