კალათბურთის მწვრთნელების გადამზადება

30 May 2016

წვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მათ პრაქტიკული სემინარი სერბეთიდან და ხორვატიიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. მწვრთნელებს გამოცდა ივლისში ჩაუტარდებათ. წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი 14-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებთან მუშაობის ლიცენზიას მიიღებენ. ბათუმის შემდეგ სემინარები ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება. გასულ წელს საქართველოში ლიცენზია 161-მა მწვრთნელმა მოიპოვა. პროგრამა საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის მიერაა ორგანიზებული.

logo