სომხეთში უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე დააკავეს- ერევანში მის რუსეთისთვის გადაცემასაც კი განიხილავენ

08 Sep 2025

სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი.

29 წლის გიორგი კინოიანი, სომხეთის საზღვარზე დააკავეს. ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.  

ოჯახი შიშობს, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, გიორგი კინოიანი არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის წინაშე დადგება.

logo