08 Sep 2025
თურქეთში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა 16 წლის ნიღბიანმა ახალგაზრდამ განახორციელა, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის, იზმირის ბალკოვას რაიონში მოხდა. დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულები პოლიციის მთავარი ინსპექტორი და პოლიციის ოფიცერი არიან. დაშავებული პოლიციელები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. იზმირის მთავარი პროკურორის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია და დანაშაულის მოტივი დგინდება.