ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

03 Sep 2025

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიზანია ახალგაზრდების ,მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლების ინფორმირებულობა.    

მხარეებმა დოკუმენტს ხელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოაწერეს. 

logo