01 Sep 2025
ავღანეთის კუნარის პროვინციის ნურ გულის რაიონში მიწისძვრის შედეგად ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 2 ათას 800 დაშავდა.
6.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ აღმოსავლეთ პროვინციებში, კუნარსა და ნანგარჰარში 812 ადამიანი იმსხვერპლა.
მაშველები ცდილობენ პაკისტანის საზღვრის გასწვრივ შორეულ მთიან რაიონებამდე მისვლას, სადაც ფერდობებზე მიწისძვრის შედეგად თიხის სახლები ჩამოინგრა.
კუნარში სამი სოფელი მთლიანად განადგურდა. ეს ავღანეთში მომხდარი მესამე მასშტაბური, მიწისძვრაა მას შემდეგ, რაც თალიბანი 2021 წელს მოვიდა ხელისუფლებაში.