ფესტივალი “კერამიკის ალქიმია“ დასრულდა

01 Sep 2025

ფესტივალი “კერამიკის ალქიმია“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი კერამიკული ნამუშევრები.

პროექტი “კერამისკის ალქიმია“ წლებია ხორციელდება და ის რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა საგანამანათლებლო.

წელს ორკვირიანი სამეცნიერო სიმპოზიუმი ჩატარდა შუახევში, სოფელ ბრილში. პროექტს 15-მდე მონაწილე ჰყავდა და მასში სტუდენტებთან ერთად პროფესიონალი კერამისოებიც იყვნენ ჩართული.

გამოფენის პარალელურად, დასკვნითი ღონისძიებისთვის ორგანიზატორებმა თიხის ძერწვის ვორქშოპი და საჯარო ლექციაც დაგეგმეს თემაზე “თანამდროვე ქართული კერამიკის გენეზისი“.

“კერამიკის ალქიმია“ სოციალური საწარმო “ანდამატის“ ორგანიზაბით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის პარტიორობით  ტარდება.

logo