გემოფესტი რაჭაში

31 Aug 2025

"გემო ფესტი" რაჭაში დასრულდა. გასტრონომიული ფესტივალი ამბროლაურის ახალ სანაპიროზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მზარეულებმა ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული რაჭული სამზარეულო და კერძების მოდერნიზებული ვერსიები შესთავაზეს.

გაიმართა აგრო გამოფენა-ბაზრობა, სადაც ადგილობრივი პროდუქცია, სოფლის მეურნეობის ნაწარმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, გემო ფესტი რაჭიდან სამცხე-ჯავახეთში გადაინაცვლებს. "გემო ფესტის" მიზანი გასტროტურიზმის პოპულარიზაცია და ადგილობრიივ მეწარმეები ხელსეწყობაა.

logo