გიორგი ასანიძის იუბილესადმი მიძღვნილი ძალოსნობის ტურნირი

30 Aug 2025

საჩხერეში ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ძალოსნობის 23-წლამდელთა ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში  12 რაიონის 80-მდე ძალოსანი ასპარეზობს.

ასანიძის სახელობის ტურნირი ყოველწლიურად იმართება. ტურნირი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სამთო მომზადების სკოლის სპორტული კომპლექსში ტარდება და ორი დღე გაგრძელდება.

logo