პრეზიდენტი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა

22 Aug 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

logo