21 Aug 2025
მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში გამართულ საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში ბათუმელმა მარიამ ბოლქვაძემ პირველი საპრიზო ადგილი აიღო.
სცენაზე 13 წლის მარიამი ,, მუზიკლენდი 2025“-ზე დავით მალაზონიას ეთნოჯაზით- ხორუმით წარსდგა.
ახალგაზრდა შემსრულებელმა კატეგორია მსოფლიო ჰიტში, პირველად, მაკედონიის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, ბარბარა სტრეიზანდის კომპოზიცია შეასრულა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კონკურსის ,, მუზიკლენდი’’-ს გალა კონცერტი 2019 წლის გრანპრის მფლობელმა, მარიტა ცეცხლაძემ გახსნა.
მარიამი, ამჯერად სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ახალგაზრდა მომღერლების პედაგოგი, მუსიკოსი და კომპოზიტორი გიული კუბლაშვილია.
ვოკალური კონკურსი მაკედონიაში 14-16 აგვისტოს ჩატარდა, მასში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.