21 Aug 2025
ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად ცენტრალური ბაზრის ტერიტორია და რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ წყალმა გასაყიდად გამზადებული საქონელი გაუნადგურა. ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ქობულეთის მერიის ცნობით, ადგილზე გასულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.