ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

21 Aug 2025

ესპანელი და ფრანგი მეხანძრეები გაერთიანებული ძალებით ცდილობენ ესპანეთის სამორას მუნიციპალიტეტში ღამით გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. წელს ესპანეთში დაახლოებით 382,600 ჰექტარი დაიწვა - ფართობი, რომელიც კუნძულ მალიორკას ზომის ეკვივალენტურია.

სამხრეთ ევროპის უმეტესს ნაწილში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ხანძრის სეზონია.

ესპანეთის არმიამ მეხანძრეების დასახმარებლად 3,400 ჯარისკაცი და 50 თვითმფრინავი გაგზავნა, ხოლო ჩეხეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სლოვაკეთმა ასობით მეხანძრე, სპეციალური ტექნიკა და თვითმფრინავი.

logo