20 Aug 2025
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. პაკისტანის სამხრეთ ნაწილს, მათ შორის ქალაქ კარაჩის ძლიერი წყალდიდობა ემუქრება.
მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძლიერი მუსონური დინებები სამხრეთ სინდის პროვინციის უმეტეს ნაწილს აღწევს.