მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში U20 

19 Aug 2025

ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 17 წლის ქართველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი იბრაჰიმ ბენეკლი 8:3 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

ფინალურ ბლოკში მედლისთვის იჭიდავა გოგა ოთინაშვილმაც, მაგრამ ქართველი აზერბაიჯანელ ფალავანთან დამარცხდა და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულა.

logo