18 Aug 2025
სტამბოლში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ავტობუსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურები. ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოძრაობა.