საქართველომ მსოფლიოს თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვა

17 Aug 2025

საქართველომ მსოფლიოს თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვა.  მსოფლიოს თამაშებზე საქართველოდან არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან ერთადერთი სპორტსმენი - თემურ სამხარაძე ასპარეზობდა.

ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა, ჩაჯდომში 370 კგ დააფიქსირა, წოლჭიმში - 225 კგ, ამოწევაში კი - 395 კილოგრამი და ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.

ქართველი ათლეტი ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.

logo