საქართველო 3:3 სომხეთი

15 Aug 2025

საქართველოს 19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ქართველებიდან გოლები ანანო წიქარიძემ, ანასტასია ბუჩუკურმა და ლიზი კაკულიამ გაიტანეს. საქართველოს და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი ლავრენტი დავითაშვილის გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

სომხეთთან მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი B ლიგის მეხუთე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება.

ჯგუფის თამაშებს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.

logo