ვაშინგტონში ტრამპი-ფაშინიანი-ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

06 Aug 2025

ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის, დონალდ ტრამპისა და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს. სომხური მედიის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში 7-8 აგვისტოს ჩავა.

ფაშინიანის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით ვაშინგტონში გაიმართება ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, ასევე ნიკოლ ფაშინიანი სამმხრივ შეხვედრას გამართავს დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

სომხური მედია სამმხრივი შეხვედრის მიზნად რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას ასახელებს.

logo