პრეზიდენტი ინდონეზიის ელჩს შეხვდა

05 Aug 2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს, თორნიკე ნოზაძეს შეხვდა.

მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

logo