ტრამპი ინდოეთს ტარიფების გაზრდით ისევ ემუქრება

05 Aug 2025

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ტარიფებს მნიშვნელოვნად გაუზრდის.

გასულ კვირას კი ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იან ტარიფს დააწესებს და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ეკონომიკა ასევე დაუზუსტებელი ჯარიმის წინაშე აღმოჩნდება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

შაბათ-კვირას ინდოეთის მთავრობის ორმა წყარომ როიტერს განუცხადა, რომ ინდოეთი რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს აშშ-ის ტრამპის მუქარის მიუხედავად.

logo