ბათუმში, თამარის დასახლებაში მატარებელი კაცს დაეჯახა

04 Aug 2025

ბათუმში, თამარის დასახლებაში მატარებელი კაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ის კონტაქტური იყო.

არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

logo