ისტორიული გამარჯვება მსოფლიო თასზე ჭადრაკში

29 ივლ 2025

დივია დეშმუხი ჭადრაკში მსოფლიო თასის გამარჯვებულია. 19 წლის დივია გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მსოფლიო თასის ისტორიაში. ფინალურ ეტაპზე მან ინდოელი დიდოსტატის, ჰამპი კონერუს დამარცხება მოახერხა. ფინალური თამაშის ტაი-ბრეიქები ბათუმში გუშინ გაიმართა. ქალთა მსოფლიო თასს ბათუმი პირველად მასპინძლობდა. ჩემპიონატი 5 ივლის დაიწყო და მასში 46 ქვეყნის 107 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ჩატარდა.

logo