ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

23 Jul 2025

საგამოცდო პროცესი დასრულდა. დღეს ტესტირება პედაგოგებს ქონდათ.

მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უცხოური ენების საუბრის ნაწილის გამოცდა ჩაუტარდათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო. აბიტურიენტებთან ერთად გამოცდებზე გავიდნენ მაგისტრანტობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები _ ჯამში დაახლეობით 80 ათასი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 94% გამოცხადდა. დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანების შემთხვევა.

დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო გამოცდიდან მოიხსნა 9 აპლიკანტი. 

უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორება და გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

logo