ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

23 Jul 2025

საგამოცდო პროცესი სრულდება. დღეს ტესტირება პედაგოგებს ჰქონდათ. მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ინგლისური ენის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ჩაუტარდათ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო.

აბიტურიენტებთან ერთად გამოცდებზე გავიდნენ მაგისტრანტობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მასწავლებლები - ჯამში დაახლეობით 80 ათასი აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, მათი ნაწილი არ გამოცხადდა.

გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.  

logo