18 Jul 2025
დღეიდან 21 ივლისის ჩათვლით ბათუმი თავისუფალ პირამიდაში ქალთა და მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩემპიონობისთვის 14 ევროპული ქვეყნის 128 საუკეთესო მობილიარდე იბრძლებს. დასწრება თავისუფალია.
ევროპის ჩემპიონატზე ბათუმელი სპორტსმენები; გიორგი დიმიტრაძე, ვახტანგ რუხაძე, ნუგზარ თებიძე, ანრი წულუკიძე, ლევან კიკალიშვილი და ქრისტი აბულაძე იასპარეზებენ.
ჩემპიონატი დღეს დაიწყება, ნახევარფინალი და ფინალი 21 ივლისს არის ჩანიშნული.