17 Jul 2025
აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში იწყება. დეპუტატები პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის ირაკლი ბოლქვაძის ადგილმონაცვლის ნინო ჩხეტიასა და ასევე ამავე პარტიის წევრის გოჩა გუგუნავას ადგილმონაცვლის არჩილ სამნიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავენ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ცვლილებას შეიტანენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში.