ზესტაფონის თეატრის გასტროლი ბათუმში

14 ივლ 2025

დღეს ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელი "ყვარყვარე თუთაბერს“-ნახავს. ბათუმში გასტროლით იმყოფება  უშანგი ჩხეიძის სახელობის ზესტაფონის დრამატული თეატრი.  "დიდ სცენაზე" დასმა რეჟისორ ვატო ჯუღელის ხელმძვანელობით გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარა.

მუსიკალური სატირა 2 მოქმედებად 19 საათზე დაიწყება  რაც შეეხება მეორე საგასტროლო სპეკტაკლს,  16 ივლისს ზესტაფონის დრამატული თეატრის მსახიობები "ჰამლეტს" ითამაშებენ.

logo