ივლისში გამოვლენილი ფინანსური დანაშაულებები

11 Jul 2025

საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ ერთ თვეში , ივლისში რამდენიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინა. 

სხვადასხვა დროს დაკავებულია ორი პირი, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ უაქციზო სიგარეტების რეალიზაცია. 

9 ივლისს კი რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთ საბაჟოს გავლით 15 209 ლარის საბაჟო ღირებულების საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა. 

ამის გარდა უწყებამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ამხილა ორი პირი, რომლებიც ნებართვის გარეშე, ვალუტის გაცვლით ოპერაციებს აწარმოებდნენ.  

logo