პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ელჩს დაემშვიდობა

02 Jul 2025

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი კობახიძემ ანა მარია შიკოსთან აუდიენციის დროს ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

logo