პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთის ელჩს დაემშვიდობა

02 Jul 2025

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. 

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა ელჩის გამორჩეულად წარმატებული საქმიანობა, რომელმაც მისი შეფასებით მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებს და წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტსა და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.

logo