ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო 

02 ივლ 2025

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

მეორე ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე იტალიელი ლორენცო სონეგო იქნება.

სონეგო ამ მომენტისთვის რეიტინგში 47-ე ადგილზეა. მატჩი ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უიმბლდონის მიმდინარე ტურნირის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრა მოიგო.

logo