ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

27 Jun 2025

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს. ბოლოს მან ამის უფლება 2022 წელს მოიპოვა. ამჯერად ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან კარლო ფიცოვიჩი იყო, რომელმაც პირველი სეტი ქართველს 6:1 მოუგო.

თუმცა ბასილაშვილმა მომდევნო სამი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა: მეორეში – 7:5, მესამეში – 6:2, მეოთხეში – 6:1 გაიმარჯვა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

უიმბლდონის კორტებზე დიდი სლემის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, ხოლო წილისყრა დღეს გაიმართება.

logo