სასკოლო თეატრალური ფესტივალი ქობულეთში

27 Jun 2025

ქობულეთის სასკოლო თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. სპექტაკლში ქობულეთის სოფ. ციხისძირის და ქალაქის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც სპექტაკლ "შეუცნობელში" და "ჯელსონიმო ცრუთა ქვეყანაში" ითამაშეს.

წელს, სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში სულ 5 სპექტაკლის საჯარო ჩვენება გაიმართება, რომელიც 28 ივნისს ოფიციალურად დაიხურება.

პროექტის მხარდამჭერია ქობულეთის მერია.  

logo