,,ჭინჭრაქა" - სპექტაკლის პრემიერა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

26 Jun 2025

,,ჭინჭრაქა"- ამ სახელწოდებით სპექტაკლის პრემიერა  აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. სასახლის დასმა ,,ბერიკებმა" პირველი ექსპერიმენტული დადგმა შეასრულა.

სპექტაკლი ახალგაზრდა მსახიობებმა თოჯინების წარმოდგენით, ჩრდილების თეატრითა და ცოცხალი შესრულებით ითამაშეს.

,,ჭინჭრაქა" ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა რევაზ ბაინაზიშვილმა დადგა.

logo